საფრანგეთის საელჩო საქართველოს ხელისუფლებას ტყუილში ამხელს. ქართული ოცნება სულ უფრო აუარესებს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას და ერთ-ერთი საფრანგეთიცაა. კობახიძემ გაიმეორა პაპუაშვილის სიტყვები და მანიპულაციურად ამტკიცებს, რომ საქართველოს საფრანგეთისგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება არასდროს მიუღია. საპასუხოდ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობამ გაავრცელა ფინანსური მხარდაჭერის მონაცემი, რომელიც მხოლოდ 2012 წლიდან დღემდე თითქმის მილიარდი ევროა. რა ფორმით და როგორ ეხმარებოდა საქართველოს საფრანგეთი, რომელმაც ივანიშვილის რუსული კურსის გამო დახმარება შეაჩერა.